
ავტორი
Front News საქართველო
ეს ჩანაწერი, რომელიც შეკოწიწებულია სხვადასხვა ჩანაწერისგან, ყოველ შემთხვევაში, მისი ერთი ნაწილი ჩაწერილია 2017 წლამდე, შესაბამისად, ამ რეჟიმის მიერ არის ჩაწერილი, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია ბარამიძემ განაცხადა.
ბარამიძის თქმით, უკანონოდ ჩაწერა “საბჭოთა კაგებეშნიკური საქციელია“.
“მე გამოვაქვეყნე ჩემი პოზიცია “ფეისბუქზე“, ვფიქრობ, ყველა ნორმალურ ადამიანს ეს პოზიცია აქვს. არ ვიქნები ორიგინალური, თუ ვიტყვი, რომ როდესაც ვიღაც იწერს ადამიანს უკანონოდ, ეს არის ძველი, საბჭოთა კაგებეშნიკური საქციელი ნებისმიერი ხელისუფლების დროს. ეს ჩანაწერი, რომელიც შეკოწიწებულია სხვადასხვა ჩანაწერისგან, ყოველ შემთხვევაში, მისი ერთი ნაწილი ჩაწერილია 2017 წლამდე, შესაბამისად, ამ რეჟიმის მიერ არის ჩაწერილი. ვის აქვს ჩაწერის საშუალებები? ხელისუფლებას. ეს არის კაგებეშნიკობა, ვინც ამას უკანონოდ აკეთებდა, დღეს ჩვეულებრივი პუტინისტი ქოცობაა“, – განაცხადა ბარამიძემ.
თაგები:
გია ბარამიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს