გიორგი ბარამიძე - ეს კიდევ ერთი ძალიან მკაფიო სიგნალია ამ რეჟიმისთვის, რომ გონს მოეგოს, შეწყვიტოს საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი


ავტორი
Front News საქართველო
“ევროპის სახალხო პარტიის" განცხადება ჩვენი ლიდერის ლევან ხაბეიშვილის აბსურდული ბრალდებებით დაკავებაზე, კიდევ ერთი დასტურია ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკური პარტიების განადგურების გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობისა, რასაც მიჰყავს საქართველო რუსული ყაიდის დიქტატურისაკენ, - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ.
“პირველ რიგში მინდა გამოვეხმაურო იმ ფაქტს თუ როგორ შეაფასა ჩვენი პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის და პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, 4 ოქტომბრის მშვიდობიანი რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერის ლევან ხაბეიშვილის დაპატიმრებას ევროპაში ყველაზე დიდი პოლიტიკური ოჯახი, ევროპის მემარჯვენე ქრისტიან-დემოკრატიული კონსერვატიული პარტიების ალიანსის, სახალხო პარტიის შეფასებით ლევანის დაჭერა აბსურდული ბრალდებებით კიდევ ერთი დასტურია ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკური პარტიების განადგურების გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობისა, რასაც მიჰყავს საქართველო რუსული ყაიდის დიქტატურისაკენ.
მინდა ყველა ჩვენმა მოქალაქემ კარგად გააცნობიეროს რას ნიშნავს ეს სიტყვები, როდესაც ევროპის ყველაზე დიდი პოლიტიკური გაერთიანება პირდაპირ, პრინციპში კიდევ ერთხელ, ახდენს ასეთ შეფასებას ივანიშვილის რეჟიმისა და როდესაც საუბარია იმაზე, რომ ივანიშვილს პირდაპირ მიჰყავს ქვეყანა რუსული ყაიდის დიქტატურისკენ. იგივე ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ არამარტო ევროპის სახალხო პარტიისგან, არამედ ევროპაში მოქმედი ყველა სხვა ძირითადი პოლიტიკური პარტიებისგან, როდესაც მათ მიიღეს არაერთი რეზოლუცია საქართველოსთან მიმართებაში და დაგმეს ივანიშვილის დიქტატორული რეჟიმი. ეს კიდევ ერთი ძალიან მკაფიო სიგნალია ამ რეჟიმისთვის, რომ გონს მოეგოს, შეწყვიტოს საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი და შეწყვიტოს საქართველოს რუსული ყაიდის დიქტატურად გადაქცევა”, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
თაგები:
გიორგი ბარამიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს