
ავტორი
Front News საქართველო
ეს რეჟიმი უნდა შეიცვალოს, რომ საქართველო კვლავ დაუბრუნდეს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზას, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
"ნატო სამხედრო პოლიტიკური ორგანიზაციაა და ბუნებრივია, მისთვის მნიშვნელოვანია, როგორ სახელმწიფოსთან აქვს ურთიერთობა, მით უმეტეს, თუ იმ სახელმწიფოს პრეტენზია აქვს, რომ გახდეს ნატოს წევრი, მაგრამ ჩვენთან დემოკრატია ისეთ მძიმე მდგომარეობაშია, როგორიც ლუკაშენკოს ბელარუსში. ამაზე საუბარიც კი აღარ არის, ამიტომ, ბოლო სამიტებზე საქართველოს, როგორც კანდიდატ ასპირანტ ქვეყანას აღარ მოიხსენიებენ.
ეს რეჟიმი უნდა შეიცვალოს, რომ საქართველო კვლავ დაუბრუნდეს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზას", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
ნატოს გენერალური მდივნის მარკ რუტეს განაცხადებით, ნატო-საქართველოს ურთიერთობის გაგრძელება მიზანშეწონილია, მაგრამ სერიოზული შეშფოთება არსებობს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის კუთხით მიმდინარე საკითხებში.
თაგები:
გიორგი ბარამიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს