Logo

გიორგი ბარამიძე - ღალატის კომისიის დოკუმენტი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ რეჟიმი პუტინის სამსახურშია

პოლიტიკა
291
Frontnews image description

"ღალატის კომისიის დოკუმენტი, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს და რუსეთს ამართლებს, კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ რეჟიმი პუტინის სამსახურშია, მაგრამ ქართველი ხალხი, თავისი ერთიანობით, მშვიდობიანი პროტესტით ისტორიის სანაგვეზე გაისტუმრებს რეჟიმს და დააბრუნებს საქართველოს ევროპული განვითარების გზაზე“, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

"გუშინ ქართულმა საზოგადოებამ იხილა ე.წ პარლამენტის მიერ გამოცემული ღალატის კომისიის დოკუმენტი, რომელმაც ალბათ, ნებისმიერი გონიერი პატრიოტი ადამიანის ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ჩვენ ვიცოდით, რომ ამ ღალატის კომისიის ამოცანა იყო, რომ მან გაამართლოს საქართველოს მტერი, აგრესორი რუსეთი და გაამტყუნოს საქართველო, ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები გადაწეროს პუტინის სასარგებლოდ, გაამტყუნებს რა საქართველოს ხელისუფლებას, პრეზიდენტს, უმაღლეს მთავარსარდალს, მთავრობას და ჩვენს სახელმწიფოს, მისი მიზანი იყო ჩამობანოს პუტინს ხელები და გაუხსნას ხელ-ფეხი საქართველოს საწინააღმდეგოდ სამოქმედოდ, რადგან ეს პუტინისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი ძალა ლაპარაკობს, რომ ომი პუტინის რაშისტულმა რუსეთმა კი არ დაიწყო, არამედ საქართველომ დაიწყო, ბუნებრივია ეს მას მისცემს საქართველოს წინააღმდეგ დიპლომატიურ არენაზე მოქმედების შესაძლებლობას და საქართველოს აქეთ დადანაშაულების შესაძლებლობას, რაც არის საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდის მხრიდან, რომელიც უკვე მეცამეტე წელია ასრულებს პუტინის გეგმას საქართველოში, რომ ჩამოშალოს ქართული სახელმწიფოებრიობა, საქართველო მოწყვიტოს მის ნამდვილ მეგობრებს - აშშ-ს, ევროკავშირს და სხვა ქვეყნებს, რომელზედაც დამოკიდებულია მტერი რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების არ აღიარების პოლიტიკა და რომლებთანაც ჩვენი მეგობრობა არის გარანტი საქართველოს სუვერენიტეტისა, მომავალში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების გზით, მაგრამ პუტინის ამოცანა, ისევე როგორც მისი მეხუთე კოლონის მოღალატეთა და კრიმინალთა რეჟიმის ამოცანა არის საპირისპირო ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის ინტერესებისა და ჩვენ ვიხილეთ, რომ ამ ღალატის კომისიის მხრიდან პუტინის დავალება შესრულებულია პირნათლად, მაგრამ ჩვენთვის გასაკვირი ის იყო, რომ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა ღალატის კომისიის თავმჯდომარემ გამოხატა სინანული, რომ ხელისუფლებაში აღარ არის შევარდნაძე და პრაქტიკულად შევარდნაძე ყოფილა ლეგიტიმური ხელისუფალი და ასევე განაცხადა, რომ “ვარდების რევოლუციის” შედეგად საქართველომ თურმე გადაუხვია ნორმალური განვითარების გზას, თურმე შევარდნაძის დროს მიმდინარე მოვლენები ყოფილა საქართველოსთვის ნორმალური განვითარების გზა. ასეთი გამაოგნებელი გულწრფელობა ყველას შოკში აგდებს, თურმე გაუნათლებლობის, კრიმინალის, უკიდურესი სიღარიბის, ქაოსის სიბნელეში ყოფნა ყოფილა ნორმალური განვითარების გზა, რაზეც ეს რეჟიმი ასე წუხს, რომ “ვარდების რევოლუციამ” შეაჩერა, რამაც მოიტანა ჩვენს სახლებსა და ოჯახებში ელექტროენერგია, მოგვიტანა ახალი ქართული სახელმწიფო, ახალი ქართული სახელმწიფოს შესაბამისი ინსტიტუციები, არაკორუმპირებული და ეფექტიანი პოლიცია, თანამედროვე ქართული ჯარი, თანამედროვე ინსტიტუტები - საბაჟო, საგადასახადო, რომლის გარეშეც არ არსებობს სახელმწიფო შემოსავლები, ბიუჯეტი, რამაც შესაძლებელი გახადა, რომ 11-ჯერ და მეტჯერ გაზრდილიყო არა მარტო სახელმწიფო ბიუჯეტი, არამედ პენსიები, ხელფასები პედაგოგებისთვის, ჯარისკაცებისთვის, პოლიციელებისთვის, ჯანდაცვისთვის, ახალი იუსტიციის სახლები იმისთვის, რომ ხალხი აღარ იდგეს და ქრთამებს აღარ იღებდეს რიგებში პირადობის, პასპორტის თუ ბიზნესის გასაფორმებლად და ამან მოიტანა ეკონომიკური ზრდა, რომლითაც შევძელით აგვეშენებინა ახალი ქალაქები, გზები და საქართველო იმ ქვეყნად გადაგვექცია, სადაც 50000 ტურისტიდან მილიონამდე ტურისტამდე ავედით და თურმე ამ რუსული რეჟიმისთვის ეს ყველაფერი ყოფილა ნორმალური გზიდან გადახვევა.

ამ მოღალატეთა რეჟიმს ვეკითხები, არც ზვიად გამსახურდიას ჰქონდა დაწერილი განცხადება, ამაზე რატომ არ საუბრობთ? მოღალატეებო, პირნათლად ასრულებთ პუტინის დავალებას და მიგაჩნიათ, რომ საქართველოს სიბნელეში, კორუფციაში, კრიმინალის ყოფნა ყოფილა ნორმალური განვითარების გზა და ის, რომ ქვეყანაში დამარცხდა კორუფცია, აშენდა ახალი ქალაქები, გაიზარდა პენსიები, ხელფასები, ყველა ქართველის ოჯახში შევიდა ელექტროენერგია, ეს ყოფილა არანორმალური განვითარების გზა. მიუხედავად პრობლემებისა, მაინც მაშინ უფრო მეტი ადამიანი ბრუნდებოდა ქვეყანაში, ვიდრე გადიოდა, ახლა კი ეკონომიკური სიდუხჭირის გამო მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა და წავიდა ემიგრაციაში, საქართველო იცლება ქართველებისგან და ივსება სხვადასხვა უცხო რჯულის ადამიანებისგან.

ეს ღალატის კომისიის დასკვნა კიდევ ერთი დადასტურებაა იმ მოღალატური პოლიტიკისა, რომელსაც ადგას ეს რეჟიმი, რომ საქართველო ჩამოაშოროს დასავლეთს და გახადოს რუსეთის უკანა ეზო. ეს არასდროს არ მოხდება, ამას ქართველი ხალხი არასდროს არ გაიზიარებს, ამიტომ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პროტესტი გაგრძელდება, ქართველი ხალხი თბილისში, სხვადასხვა ქალაქებში შეიკრიბება 13 სექტემბერს, 27 სექტემბერს და რა თქმა უნდა, 4 ოქტომბერს, როდესაც მოღალატეთა რეჟიმს დაგეგმილი აქვს მორიგი მისი სპეცოპერაცია, რომ რამენაირად მათი ლეგიტიმაცია ოდნავ მაინც გაზარდოს და ყველა პატრიოტი იქნება ქუჩაში და უარს ეტყვის ამ მოღალატეთა რეჟიმს და ჩვენ მშვიდობიანად შევძლებთ ეს რეჟიმი გავუშვათ ისტორიულ სანაგვეზე და მოვთხოვოთ პასუხი იმ დანაშაულებზე, რომლებიც ჩაიდინეს და ამ რეჟიმის ყველა წარმომადგენელს უნდა ახსოვდეს, რომ მოუწევთ საქართველოს მოქალაქეების ჯიბიდან მოპარული მილიონების და მილიარდების უკან დაბრუნება კვლავ საქართველოს ბიუჯეტში, რომლითაც ჩვენ შევძლებთ ახალი ქალაქების, სოფლების შენებას, ახალი გზები აშენდება, ახალი სკოლები, უნივერსიტეტები და საქართველო კვლავ დაადგება ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების გზას, რაც იქნება ჩვენი სამშობლოს მშვიდობიანად გამთლიანების გზა, რაც დააბრუნებს ემიგრანტებს თავიანთ სამშობლოში და ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ ავაშენოთ ევროპულ დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომელსაც იმსახურებს ჩვენი მრავალსაუკუნოვანი მდიდარი ისტორიის მქონე ერი", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

Advertisement