Logo

გიორგი ბარამიძე - ივანიშვილის რუსული ბანდის თოჯინამ განაცხადა, თითქოს საქართველოს არა რუსეთთან, არამედ აფხაზებსა და ოსებთან აქვს კონფლიქტი

პოლიტიკა
183
Frontnews image description

გაეროში გამოსვლისას ივანიშვილის რუსული ბანდის თოჯინამ განაცხადა, თითქოს საქართველოს არა რუსეთთან, არამედ აფხაზებსა და ოსებთან აქვს კონფლიქტი. ეს ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას – ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და დამოუკიდებლობის დაცვას, - წერს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში.

"მოღალატე კრიმინალთა რუსული ბანდის უწიგნურმა (კითხვა კი სცოდნია, ეგეც კარგი) თოჯინამ გაეროში გამოსვლისას, კიდევ ერთხელ გააჟღერა რუსეთის ფორმულა, რომ თურმე ჩვენ ქართველებს, საქართველოს კონფლიქტი რუსეთის ფედერაციასთან კი არ გვქონია, არამედ მიმართა აფხაზებსა და ოსებს, თითქოს საქართველოს მათთან აქვს კონფლიქტი.

არც ერთხელ არ უხსენებია ის, რაც არის ქართველი ხალხის 80%-ზე მეტის სურვილი და ნება, რომ საქართველო ევროკავშირისა და ნატოს წევრი გახდეს, რაც კონსტიტუციის 78-ე მუხლშიც არის დაფიქსირებული.

მთავარი, თურმე საქართველომ მშვიდობა “ნებისმიერ ფასად” უნდა შეინარჩუნოს, ანუ დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და თავისუფლების დაკარგვის ფასადაც კი, მაშინ რისთვის გვაქვს სახელმწიფო, ჯარი, ან უშიშროების უზრუნველმყოფელი სტრუქტურები, მასე რომ ეფიქრათ დავით აღმაშენებელს ან  მეფე ერეკლეს, ვის სახელსაც თვალთმაქცურად და ფარისევლურად ეფარებიან და იყენებენ, დღეს დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო არ გვექნებოდა.

ომი ცხადია, არავის უნდა, მაგრამ თუ  პოტენციურ ან რეალურ მტერს (დღეს რუსეთს) წინასწარ ეუბნები, რომ ოღონდ არ მეომო ყველაფერს დაგითმობ, ბუნებრივია, თავზე დაგაჯდება და დაგიმონებს.

ასეთი დამონების და მტერზე დამორჩილების, ოკუპაციასთან შეგუების, მოღალატურ პოლიტიკას ატარებს ოლიგარქ ივანიშვილის მოღალატე კრიმინალთა ეს რუსული ბანდა.

სწორედ ესაა მთავარი, რასაც არ შეეგუება ამაყი და თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხი და ამიტომ ყველა ერთად ვეტყვით მათ არა, წადით!

დიდება საქართველოს!” - წერს ბარამიძე.

Advertisement