
ავტორი
Front News საქართველო
მიხეილ სააკაშვილს რომ რამე დაემართოს, ამაზე უარესი პოლარიზაცია შეიძლება ვინმემ წარმოიდგინოს?! – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რითაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
ბარამიძის თქმით, ზურაბიშვილი მხოლოდ თვალთმაქცობს და მიზეზებს ეძებს, რომ სააკაშვილი არ შეიწყალოს.
“დე ფაქტო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი როდესაც აცხადებს, რომ თურმე იმიტომ არ იყენებს შეწყალების მექანიზმს, რომ ეს პოლარიზაციას გამოიწვევს, მიხეილ სააკაშვილი რომ საპყრობილეშია და მიხეილ სააკაშვილს რომ კლავენ და ის წარმოადგენს უდიდეს პატრიოტულ პარტიას, ეს არ იწვევს პოლარიზაციას?! მას რომ რამე დაემართოს, ამაზე უარესი პოლარიზაცია შეიძლება ვინმემ წარმოიდგინოს? ამიტომ მგონია, რომ უბრალოდ, თვალთმაქცობს ეს ქალბატონი და უნდა რომ თავისი თითიდან გამოწოვილი არგუმენტები მოიტანოს“, – განაცხადა ბარამიძემ.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის “გაწირვის“ შემთხვევაში, პარტიამ მშვიდობიანი პროტესტის ყველა ფორმა უნდა გამოიყენოს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს