Logo

გიორგი ბარამიძე - ყოველდღიურად ლახავენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ღირსებას 

პოლიტიკა
5 საათის წინ / 13:06
Frontnews image description

“რუსული რეჟიმის ერთ-ერთი დანაყოფი სუსი, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ქართველი ხალხის უსაფრთხოებას, ამის ნაცვლად ისინი ყოველდღიურად ლახავენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ღირსებას და თავს ესხმიან ჩვენს პარტნიორებს", - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

“ჩვენ ყველანი თვალყურს ვადევნებთ სამწუხარო პროცესს. ხელისუფლება უზურპირებული აქვს რუსეთის მეხუთე კოლონას, რომლის ამოცანაც არ არის ქართული სახელმწიფოს სიძლიერე, ქართული სახელმწიფოს მშვიდობიანი გამთლიანება, საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება. ისინი არ მოქმედებენ საქართველოს ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე და ქართველი ხალხის მოთხოვნის შესაბამისად, მათ შორის არის ერთ-ერთი საკვანძო სტრუქტურა ე.წ. სუსი, რომელიც უნდა იცავდეს საქართველოს უსაფრთხოებას, იცავდეს ქართველი ხალხის უსაფრთხოებას, მაგრამ ისინი დაკავებულები არიან საქართველოს ღირსების შელახვით, პირდაპირ და ღიად თანამშრომლობენ ბელორუსის “კაგებესთან”, რომელიც არის “ფსბ”-ს დანაყოფი, ამიტომ ბუნებრივია, როგორც ქართველმა ხალხმა დაკარგა ნდობა ამ სტრუქტურისა და სხვა სტრუქტურების მიმართ, ისევე ჩვენმა პარტნიორებმაც დაკარგეს ნდობა და ჩემთვის სრულიად გასაგები იყო რაც მოხდა გუშინ, რატომ გაავრცელა საელჩომ განცხადება და არა უსაფრთხოების სამსახურმა, რომელიც მოსახლეობის უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდეს და ნათელია დამოკიდებულება ყველა ცივილიზებული პარტნიორისა ამ რეჟიმის მიმართ და თუ აშშ-ზე ვსაუბრობთ, ასევე ძალიან მკაფიოდ არის გამოხატული მეგობარ აქტში, რომელიც ორიოდე დღის წინ მხარი დაუჭირა აშშ-ის ორივე ძირითადმა პარტიამ”, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ

Advertisement