გიორგი ბარამიძე - რუსეთში ზუსტად იგივე მოდელია, იქაც ჰყავთ თავიანთი ოპოზიცია, როგორც აქ


ავტორი
Front News საქართველო
მნიშვნელოვანია, ყველა დავფიქრდეთ, სად ვართ, რატომ ვართ, რა გვინდა და რისკენ მივისწრაფვით - ამის გაუცნობიერებლად შეუძლებელია, გზა გავიკვლიოთ ისეთ რთულ ვითარებაში, როგორშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დღემდე აქვს საზოგადოების ნაწილს საბჭოთა მენტალიტეტი და აზროვნება.
"მნიშვნელოვანია, ყველა დავფიქრდეთ, სად ვართ, რატომ ვართ, რა გვინდა და რისკენ მივისწრაფვით - ამის გაუცნობიერებლად შეუძლებელია, გზა გავიკვლიოთ ისეთ რთულ ვითარებაში, როგორშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება, რომელიც როგორც დავინახეთ, ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა საბჭოთა მენტალიტეტიდან. ეს მარტო ხელისუფლებას კი არ ეხება, ადამიანებსაც ეხებათ და საბჭოთა კავშირში მცხოვრები ადამიანიც და ზოგიერთი ახალგაზრდაც ამბობს - რა გაუკეთებია ოპოზიციას, უნდა აიკრძალოსო - ისინი გარეგნულად განსხვავდებიან, თორემ ერთსა და იმავეს საუბრობენ. თუ შენ ვერ გააცნობიერებ, საიდან მოდიხარ, შენმა ქვეყანამ და საზოგადოებამ რა სირთულეები გადალახა, რომ დღეს მოსულიყავი და შეგძლებოდა საუბარი ქვეყნის მომავალზე, მაშინ ყველაფერს აზრი ეკარგება, ეს იმას ნიშნავს, რომ ამით ჩვენს ისტორიაზე ვამბობთ უარს, მარტო ცუდს ვხედავთ. ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი სწავლობს ცუდზე და კარგი რაც იყო, შეეცდება, ის გააგრძელოს, მაგრამ თუ არ დააფასა, ამას ვერ გააგრძელებს. რუსეთში ზუსტად იგივე მოდელია, იქაც ჰყავთ თავიანთი ოპოზიცია, როგორც აქ.
რა გაუკეთებიათო რომ კითხულობენ, მე გამიკეთებია ის, რომ ინიციატორი ვიყავი პატრულის იმ რეფორმით, რომლითაც მთელი საქართველო ამაყობს, აფხაზეთში ჩვენი 200 მებრძოლი, ვინც ომის დროს ტყვედ ჩავარდა, ისინი მყავს გათავისუფლებული და ორასამდე ქართველის სიცოცხლე მაქვს გადარჩენილი. ერთი ადამიანის სიცოცხლე თუ მაინც აქვთ "ქოცებიდან" რომელიმეს გადარჩენილი, შემედაროს. ვარ ქურდების წინააღმდეგ კანონის ინიციატორი და კრიმინალს შევებრძოლე, ამიტომაც ვამბობ, რომ ცოცხალი რომ ვარ, ესეც ბონუსია ჩემთვის იმიტომ, რომ სად რომელი კრიმინალი ან ხელისუფლების წაქეზებით, ან თავისი ინიციატივით სად და რომელ სადარბაზოსთან გესვრის, არავინ არ იცის და ასევე, ვამაყობ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობამ, ცხონებული ზურაბ ჟვანიას მთავრობამ და ჩვენ უსისხლოდ დავიბრუნეთ აჭარა. მე ჩემი სპეცრაზმით შევედი აჭარაში და ისე დაუბრუნდა აჭარა საქართველოს. ამით ვამაყობ და ამით იამაყებს ჩემი შვილთაშვილი", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
თაგები:
გიორგი ბარამიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა