
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ დავით აღმაშენებლის მემკვიდრეები ვართ, სააკაშვილი აშენებდა და საფუძველს უყრიდა ისეთ საქართველოს, როგორსაც აშენებდა დავით აღმაშენებელი, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილი პუტინისგან იღებს დავალებებს და ასრულებს მანამდე, სანამ არჩევნები წაუგია.
“სააკაშვილი აშენებდა და საფუძველს უყრიდა ისეთ საქართველოს, როგორსაც აშენებდა დავით აღმაშენებელი. რატომ თქვა ივანიშვილმა ის, რაც ყველა პატრიოტი ქართველისთვის მიუღებელია, რომ ჩვენ ბოდიში უნდა მოვუხადოთ საქართველოს ერთიანობის მტრებს? უამრავი ეთნიკური ოსი, უამრავი ეთნიკური აფხაზი არის საქართველოს ერთიანობის მომხრე, არაოკუპირებულ ტერიტორიაზე ბევრად მეტი ეთნიკური ოსი ცხოვრობს, ვიდრე ოკუპირებულზე.
რატომ თქვა ეს ივანიშვილმა და რატომ მოიკიდა მტრად საქართველოს მეგობარი ქვეყნები? იმიტომ, რომ დავალება აქვს მიღებული გააკეთოს ეს, სანამ ხელისუფლებაშია. პუტინმა, მისმა უფროსმა, უკეთესად იცის, რომ ის აგებს და აი, რომ აგებენ, იმიტომ უნდა მოასწრონ ყველანაირი ნაძირალობა და ღალატი, 20%-ზე მეტი მხარდაჭერა არსად არ აქვთ, ძალადობითა და მოსყიდვითაც კი”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
თაგები:
გიორგი ბარამიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს