
ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალური მოძრაობა“ იმ ამომრჩევლებს გადაამოწმებს, რომლებიც პარტიის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავენ – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამომრჩეველთა სიების გადამოწმება მნიშვნელოვანია, რომ ამ მოხდეს არაკეთილმოსურნეთა გავლენა პარტიაში.
“წინასწარ იქნება დარეგისტრირება იმ ადამიანების, ვინც იქნებიან ამომრჩევლები, გადამოწმების საშუალება რომ იყოს.
დარეგისტრირების შემდეგ ყველა საარჩევნო წარმომადგენლის მიერ შეიქმნება ცალ-ცალკე ჯგუფები, რომლებიც გამოავლენენ ამომრჩევლებს შორის ვინ შეიძლება იყვნენ ბოტები, ტროლები, თუ ის ადამიანები, ძალები, რომლებსაც უნდათ არაჯანსაღი ზეგავლენა მოახდინონ ამ პროცესზე“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
როდის და რა წესით ჩატარდება არჩევნები “ნაციონალური მოძრაობაში”, ამ საკითხზე პარტიის წარმომადგენელთა 7-კაციანი ჯგუფი მუშაობს.
თაგები:
გია ბარამიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს