
ავტორი
Front News საქართველო
უნდა იცოდნენ, რომ როდესაც ისინი ანგრევენ ქართულ დემოკრატიას, ეს ასე არ გაუვათ, არც ქართველი ხალხი “გაუტარებს” და არც საქართველოს ის მეგობრები, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია ქვეყანაში დემოკრატიული განვითარება, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, არავინ დაიწყებს ყურებას და დალოდებას, სანამ ბორია ივანიშვილი გადააქცევს ბელარუსად საქართველოს.
“უნდა იცოდნენ, რომ როდესაც ისინი ანგრევენ ქართულ დემოკრატიას, ეს ასე არ გაუვათ, არც ქართველი ხალხი “გაუტარებს” და არც საქართველოს ის მეგობრები, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია ქვეყანაში დემოკრატიული განვითარება. არავინ არ შეეგუება და არავინ დაიწყებს ყურებას და დალოდებას, სანამ ბორია ივანიშვილი გადააქცევს ბელარუსად საქართველოს. ამიტომ, ბუნებრივია, იქნება გადადგმული ის ნაბიჯები, რომელიც შეუძლია ზემოქმედების სახით განახორციელოს ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა ამ პრორუსული რეჟიმის მიმართ, იქნება ეს ფინანსური სანქციები, იქნება ეს პოლიტიკური ზეწოლა, თუ სხვა მშვიდობიანი მეთოდები”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
თაგები:
გიორგი ბარამიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს