
ავტორი
Front News საქართველო
ყველა ინსტრუმენტი არის ამ რეჟიმის ხელში და ეს არის მათი გადარჩენის ერთადერთი გზა, მაგრამ ეს რეჟიმი სულ უფრო მეტად სუსტდება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ხელისუფლების გზა რუსულია.
"ყველა ინსტრუმენტი არის ამ რეჟიმის ხელში და ეს არის მათი გადარჩენის ერთადერთი გზა, თუმცა, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რაც არ უნდა ასეთი ინსტრუმენტები ჰქონდეთ, ეს რეჟიმი სულ უფრო მეტად სუსტდება, რადგან ვითარება იცვლება ძალიან სერიოზულად ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის - გარეთაც.
ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსულ ბანდას მარტო სანქციების არ ეშინია, არამედ ისინი პირდაპირ ასრულებენ რუსეთის, პუტინის გეგმას და რუსეთის გეგმაა, რომ საქართველო აღარ იყოს დემოკრატიული სახელმწიფო, საქართველო აღარ იყოს დასავლეთის სტრატეგიული პარტნიორი და იყოს რუსეთის ვასალი.
ჩვენ უნდა შევძლოთ და ეს რეჟიმი ბოლომდე დავასრულოთ, რათა სამშვიდობოს გავიდეთ და გავიყვანოთ ეს ქვეყანა", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
თაგები:
გიორგი ბარამიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს