Logo

გიორგი ბილანიშვილი – რუსეთმა ეს შეხვედრა გამოიყენა იმის დემონსტრირებისთვის, რომ თითქოს გარკვეულ დათმობებზე მიდის

პოლიტიკა
1185
Frontnews image description

რუსეთმა ეს შეხვედრა გამოიყენა იმის დემონსტრირებისთვის,  რომ თითქოს გარკვეულ დათმობებზე მიდის,  – ამის შესახებ „რონდელის ფონდის“ მკვლევარმა გიორგი ბილანიშვილმა სტამბოლში მიმდინარე უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკების შესახებ  განაცხადა. 

 

მისი თქმით, ოპტიმისტურად განწყობილი არაა, რადგან რუსეთის ნდობა არ შეიძლება. 

 

“ოპტიმისტურად განწყობილი არ ვარ, რადგან რუსეთის ნდობა არ შეიძლება,  ჩვენს ეს ბევრჯერ გამოვცადეთ საკუთარ თავზე. ასევე იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რომლებიც გაკეთდა ამ შეხვედრის შემდეგ. ეს მიუთითებს, რომ მხარეთა პოზიციები ჯერჯერობით საკმაოდ შორს არის ერთმანეთისგან.  

 

რუსეთმა ეს შეხვედრა გამოიყენა იმის დემონსტრირებისთვის,  რომ თითქოს გარკვეულ დათმობებზე მიდის,  როდესაც საუბრობს იმაზე, რომ აღარ განახორციელებს შეტევას კიევის მიმართულებით. ეს შეტევა ისედაც შეჩერებული იყო კარგა ხანია და ეს გეგმა რაც ქონდა რუსეთს, საბედნიეროდ, ჩაიშალა. ამდენად, ეს სადემონსტრაციო სვლა იყო დასავლეთის წინაშე, თითქოს მოსკოვი უფრო კონსტრუქციული გახდა. ამის სანაცვლოდ, მოსკოვი შეეცდება სხვადასხვა მიმართულებებით, მათ შორის დონეცკისა და ლუგანსკის და განსაკუთრებით, მარიუპოლის მიმართულებით გაიმყაროს საკუთარი პოზიციები“, – განაცხადა ბილანიშვილმა. 

 

სტამბოლში უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები დღეს გაიმართა.

თაგები:

უკრაინა
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები