
ავტორი
Front News საქართველო
26 ოქტომბერი არის დღე, როდესაც ჩვენ, ყველამ ერთად უნდა გადავარჩინოთ საქართველო და დარწმუნებული ვარ, რომ ხალხი ამისთვის არის მზად, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობისა” და “ერთიანობის” წევრმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
“პრობლემა არის აბსოლუტურად ერთი და იგივე ყველგან. ერთი მთავარი რამაა, რომ ხელისუფლება, რომელიც მოვიდა ტყუილი დაპირებებით, გარდა იმისა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში მთავარს – ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს აზიანებს, ასევე, აზიანებს აქ მყოფი ადამიანების ინტერესებს.
ამიტომ, 26 ოქტომბერი არის დღე, როდესაც ჩვენ, ყველამ ერთად უნდა გადავარჩინოთ საქართველო და დარწმუნებული ვარ, რომ ხალხი ამისთვის არის მზად”, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
“ნაციონალური მოძრაობისა” და “ერთიანობის” ლიდერები წინასაარჩევნოდ მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ. ამჯერად ისინი იორმუღანლოს ბაზარში დასაქმებულებსა და სხვა მოქალაქეებს შეხვდნენ.
თაგები:
გიორგი ბოტკოველი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს