გიორგი ბოტკოველი - 4 ოქტომბერი არის დღე, როცა ხალხის პროტესტით უნდა დაიმსხვრეს უსამართლო რეჟიმი


ავტორი
Front News საქართველო
“4 ოქტომბერი არის დღე, როცა ხალხის პროტესტით უნდა დაიმსხვრეს უსამართლო რეჟიმი”, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გრძელდება ორგანიზაცია “რუსთაველის გამზირის” ორგანიზებით დაწყებული კამპანია - 4 ოქტომბრის მოსაწვევების დარიგება 4 ოქტომბერს 16:00 საათზე - დროშები, დროშები, დროშები ჩქარა! - კამპანიას უერთდება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა გიორგი ბოტკოველმა და გიგი გიგიტელაშვილმა თელავში გაზეთები და 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის მოსაწვევები დაარიგეს და ხალხს 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.
“ძალიან მარტივია პასუხი კითხვაზე რატომ უნდა შევიკრიბოთ 4 ოქტომბერს. ჩვენ, “ნაციონალურ მოძრაობას” 13 წლის განმავლობაში არცერთი ბრძოლა არ გამოგვიტოვებია, არცერთი არჩევნები, მათ შორის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, სადაც კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, რომ ამ ქვეყანაში ივანიშვილმა გააუქმა არჩევნები, აღარ არსებობს და ამ ყველაფრის გამოსავალი არის პროტესტი ხალხის, სამართლიანი ადამიანების პროტესტი, რომლებიც შეიკრიბებიან ძალიან ბევრი 4 ოქტომბერს. კახეთში ყველას კარგად გვახსოვს 13 წლის წინ, როდესაც ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში რა დაპირებები გასცა, რა მეთოდებით და ბარბარე რაფალიანცის საქმის გახსენებაც კი შეგვიძლია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ივანიშვილმა არასამართლიანი მეთოდებით, წესებით მოიპოვა ქვეყნის სადავეები და სწორედ ამიტომ 4 ოქტომბერს ყველა უნდა შევიკრიბოთ ქვეყნის მთავარ გამზირზე და დავამარცხოთ ის რეჟიმი, რომელმაც ადამიანები გააღატაკა, მათ დაჩაგვრას ცდილობს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ ქვეყანას დაუკარგოს სუვერენიტეტი”, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
თაგები:
გიორგი ბოტკოველი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა