გიორგი ბოტკოველი – ალბათ, აპირებენ, საარჩევნო კამპანიის პროცესი ასე წაიყვანონ, იმიტომ რომ მათთვის მარტივი არ იქნება


ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბოტკოველი თბილისის მერობაზე კახი კალაძის კანდიდატურას ეხმაურება.
“სასაცილოდ გამოიყურება მათ ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ფოტო, სადაც თან აჩენენ მერობის კანდიდატს, თან არ აჩენენ. ალბათ, ისინი აპირებენ, რომ მთლიანად საარჩევნო კამპანიის პროცესი ასე წაიყვანონ, იმიტომ რომ მათთვის მარტივი არ იქნება ეს პროცესი.
ეს არის არჩევნები, სადაც პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მოხდეს. ადამიანებმა უნდა გადაწყვიტონ, უნდათ იცხოვრონ ისეთ ქვეყანაში, სადაც ადამიანებს კლავენ, ფიზიკურად უსწორდებიან და ამის წამხალისებელი არის ხელისუფლება?”, – აცხადებს ბოტკოველი.
“ქართული ოცნება” დღეს თბილისის მერობის კანდიდატს დაასახელებს.


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა