Logo

გიორგი ბოტკოველი - ამ შემთხვევაში უკვე ე.წ. ოპოზიციურ პარტიად თუ ჩავთვლით და საბოლოოდ, მათი ქმედებები სწორედ აქეთ არის მიმართული

პოლიტიკა
9 საათის წინ / 16:35
187
Frontnews image description

ჩვენ მაქსიმალურად თავს ვიკავებდით და კიდევ შევეცდებით, რომ თავი შევიკავოთ და არ დავესხათ რომელიმე ოპოზიციურ პარტიას, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

მისივე თქმით, რა ქარდებს გამოაქვეყნებს ახლა გახარიას პარტია, უინტერესოა.

"რა ქარდებს გამოაქვეყნებს ახლა გახარიას პარტია, ნამდვილად არ არის საინტერესო. ყოველი მათი ახალი განცხადება, ყოველი მათი პოზიცია სამწუხაროდ, არ აჩენს იმ რეალობას, რა რეალობასაც უნდა წარმოადგენდეს პროევროპული ოპოზიციური პარტია, ამიტომ მათი თავდასხმები ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიაზე, ჩვენ მაქსიმალურად თავს ვიკავებდით და კიდევ შევეცდებით, რომ თავი შევიკავოთ და არ დავესხათ რომელიმე ოპოზიციურ პარტიას, მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე ე.წ. ოპოზიციურ პარტიად თუ ჩავთვლით ადამიანებს და საბოლოოდ, მათი ქმედებები სწორედ აქეთ არის მიმართული, რა თქმა უნდა, გვექნება ჩვენი კონკრეტული პოზიციები", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

"გახარია საქართველოსთვის" პარტიამ სოციალურ ქსელში ქარდი გამოაქვეყნა და საჯაროდ მიმართა ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც არჩევნებზე უარს აცხადებს.

Advertisement