Logo

გიორგი ბოტკოველი - არ არსებობს ადგილი, სადაც არ საუბრობენ 4 ოქტომბერზე, ამან შეაშინა სწორედ ბიძინა ივანიშვილი და რუსული რეჟიმი

პოლიტიკა
225
Frontnews image description

სამარცხვინოა იმ სპეცოპერაციაში მონაწილეობაა, რომელსაც ატარებს ბიძინა ივანიშვილი, საუბარი მაქვს "ლელოზე" და გახარიაზე, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

მისივე თქმით, ფაქტობრივად, ყველა 4 ოქტომბერზე საუბრობს, რამაც შეაშინა სწორედ ბიძინა ივანიშვილი, ამან შეაშინა რუსული რეჟიმი

"დარწმუნებული ვარ, 4 ოქტომბერს იქნება ყველაზე დიდი პროტესტი, რაც კი გამართულა საქართველოში.

სამარცხვინოა იმ სპეცოპერაციაში მონაწილეობაა, რომელსაც ატარებს ბიძინა ივანიშვილი, საუბარი მაქვს "ლელოზე" და გახარიაზე. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ პაატა ბურჭულაძესთან ერთად, რა თქმა უნდა, ჩართულები ვიქნებით, როგორც ინდივიდუალურად გიორგი ბოტკოველი, ასევე, პარტია და ძალიან ბევრი ადამიანი. ეს იყო ჩვენი განცხადება და ეს იქნება რეალობაში ასახული. 

არ არსებობს ადგილი, სადაც არ საუბრობენ 4 ოქტომბერზე. ფაქტობრივად, ყველა 4 ოქტომბერზე საუბრობს და აი, ამან შეაშინა სწორედ ბიძინა ივანიშვილი, ამან შეაშინა რუსული რეჟიმი. ამ პროცესში განსაკუთრებით აქტიური იყო ლევან ხაბეიშვილი და ამან შეაშინათ. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი უფრო მეტად ჩართულობა, ვიდრე ვიყავით ამ პროცესში, აუცილებლად შექმნის იმას, რომ 4 ოქტომბერს ყველამ ერთად ვიზეიმოთ ჩვენი ქვეყნის გამარჯვება.

რაც შეეხება ლევანის დაკავებას, ლევანი იყო და არის გამორჩეული აქტიური, მებრძოლი ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ძალიან ბევრი ინფორმაცია და თვითონვე დარწმუნებულები არიან, რომ ლევანი იყო აქტიური და რომელიც შეძლებდა, რომ  4 ოქტომბერს კიდევ უფრო ბევრი ადამიანი გამოსულიყო", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

Advertisement