
ავტორი
Front News საქართველო
არ ვიცი, რა ჰქვია, ნდობის საბჭო თუ ნდობის ჯგუფი, ის პირიქით, ხელს უშლის ერთობას, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა ნიკა მელიას ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ “პარტიაში შეიქმნას ნდობის უფლებამოსილი საბჭო, რომელიც გახდება გადაწყვეტილების მიმღები ერთადერთი ორგანო და დაეფუძნება პარიტეტულ საწყისებს“.
“ეს არის ღიმილის მომგვრელი უბრალოდ, როდესაც რაღაცა მისი მცდელობა იყო, რომ რაღაც დაესწრო მიხეილ სააკაშვილისთვის ან “ნაციონალური მოძრაობისთვის”. მან კარგად მოისმინა მიხეილ სააკაშვილის მოწოდება, დარწმუნებული ვარ. მოისმინა, რომ სწორედ ის დოკუმენტი, რომელიც შედგება და რომელიც გამოქვეყნდება, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით გამოაქვეყნებს “ნაციონალური მოძრაობა.” ეს დოკუმენტი იქნება თავიდან ბოლომდე დამყარებული ერთობის პრინციპებზე.
რაც შეეხება, აი, ამ ნდობის ჯგუფს თუ ნდობის საბჭოს, თუ ვერ გავიგე, თუ კარგად გადაავლებთ თვალს, ნდობის ამ დოკუმენტს არაფერი არ ურევია. რა ვიცი, პარტიის გაუქმებას ითხოვს, პოლიტსაბჭოს გაუქმებას ითხოვს, სამდივნოს გაუქმებას ითხოვს“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
თაგები:
გიორგი ბოტკოველი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს