გიორგი ბოტკოველი - 2012 წლიდანვე ვიცოდით ჩვენ, რომ ბიძინა ივანიშვილის მიზანი იყო, რომ გაერუსებინა ქვეყანა


ავტორი
Front News საქართველო
2012 წლიდანვე ვიცოდით ჩვენ, რომ ბიძინა ივანიშვილის მიზანი იყო, რომ გაერუსებინა ქვეყანა და ქვეყნის სუვერენიტეტის მაქსიმალური დაზიანება დაეწყო და ბოლოს რაღაც წერტილზე გაენადგურებინა, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" ქართველი ხალხი ებრძვის და არა "დიფ სთეითი".
"ჩვენ 2012 წლიდანვე ვიცოდით, რომ ბიძინა ივანიშვილის მიზანი იყო, რომ გაერუსებინა ქვეყანა და ქვეყნის სუვერენიტეტის მაქსიმალური დაზიანება დაეწყო და ბოლოს რაღაც წერტილზე გაენადგურებინა. საბედნიეროდ, იმ წერტილამდე არ ვართ მისულები და სანამ იმ წერტილამდე მივა ივანიშვილი და მისი რუსული ბანდა, მანამდე დასრულდება მათი მმართველობა და ვეღარ შეძლებენ.
"დიფ სთეითი" კი არა, მათ ებრძვით ქართველი ხალხი, იმის გამო, რომ მათ ქვეყნის გარუსება უნდათ. ამას ვამბობდით ჩვენც 2012 წელსაც, 2014-შიც, 2015-შიც. მათი ნებისმიერი ქმედება მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანას სუვერენიტეტი დაუკარგონ. ეს ყველაფერი ეტაპებად აქვთ გაყოფილი, რომ გააღარიბონ სახელმწიფო, ადამიანები თავიანთზე დამოკიდებულები გახადონ, რომ მორჩილებაში იყვნენ მუდამ მათზე", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
თაგები:
გიორგი ბოტკოველი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს