გიორგი ბოტკოველი - ჩვენ ვართ და ვიქნებით ყველა იმ ფორმატში, რომელიც ერთიანობისკენ იქნება მოწოდებული

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ ვართ და ვიქნებით ყველა იმ ფორმატში, რომელიც ერთიანობისკენ იქნება მოწოდებული. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ერთობა მიზნისთვის, იმ ბრძოლისთვის, რომელიც დაამარცხებს დღეს რეჟიმს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანება.
"რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა იმ ფორმატის მონაწილეები ვართ, რომელიც ერთობას შეეხება. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანება. ეს არის მნიშვნელოვანი, ერთი სიითაც თანახმა ვართ, ამისთვის მზად ვართ და ამაზე ვსაუბრობდით ჩვენ ყველა ბოლო არჩევნებზე. ვინც მაშინ არ გვეთანხმებოდა, დღეს ამ ადამიანებისგან ვისმენთ თანხმობას და მოწოდებას ამ ერთიანობაზე. დიახ, მნიშვნელოვანია ერთიანობა.
ჩვენ ვართ და ვიქნებით ყველა იმ ფორმატში, რომელიც ერთიანობისკენ იქნება მოწოდებული. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ერთობა მიზნისთვის, იმ ბრძოლისთვის, რომელიც დაამარცხებს დღეს რეჟიმს", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
თაგები:
გიორგი ბოტკოველი




