Logo

გიორგი ბოტკოველი - ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველამ იცოდეს, რომ რუსულ სპეცოპერაციაში არ შევდივართ და ასევე საზოგადოებას მოვუწოდებთ, რომ 4 ოქტომბერს მოვიდნენ რუსთაველზე

პოლიტიკა
626
Frontnews image description

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველამ იცოდეს, რომ რუსულ სპეცოპერაციაში არ შევდივართ და ასევე საზოგადოებას მოვუწოდებთ, რომ 4 ოქტომბერს, 4 საათზე არჩევნების ნაცვლად მოვიდნენ რუსთაველის გამზირზე”, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

"გარდა იმისა, რომ რეჟიმი სისტემატურად დაკავებულია იმით, რომ ადამიანებს ჩაგრავს, პოლიტიკური ნიშნით აკავებს, მარნეულში ვიმყოფებით და დღეს ერთი ნათელი ფაქტი აღმოჩნდა კიდევ, რომ რეჟიმი მიმართავს მაქინაციებს, სხვადასხვა ხერხით ცდილობს, რომ მოატყუოს აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლები, სადაც ადამიანებს ატყუებენ, რომ თითქოს 5 ნომერი, რომელიც დღეს “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო ნომერი აღარ არის და ჩვენ ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ ვიღებთ, ესენი კიდე ხალხს ატყუებენ, რომ თითქოს და ისევ არის 5 ნომერი “ნაციონალური მოძრაობის”, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ 4 ოქტომბერს უნდა ვიდგეთ ქვეყნის მთავარ გამზირზე პარლამენტის წინ, სადაც დარწმუნებული ვარ იქნება ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის მარნეულიდან და მთელი საქართველოდან", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

4 ოქტომბერთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია გრძელდება, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეგიონული მდივანი გიორგი ბოტკოველი, პარტიის ლიდერთან ჯეიჰუნ მუჰამედალისთან ერთად, ქვემო ქართლში, კერძოდ მარნეულში იმყოფებოდნენ, სადაც მათ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს და მოსახლეობას 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე  შეკრებისკენ მოუწოდეს.

Advertisement