Logo

გიორგი ბოტკოველი – დღევანდელი დღე უნდა იყოს განსაკუთრებული, უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი მუხტის მიმცემი შემდეგი პროტესტის დღეების

პოლიტიკა
07.03.2025 / 15:35
Frontnews image description

ივანიშვილი 2012 წელს ხელისუფლებაში რომ მოვიდა, ჩვენ ძალიან კარგად ვიცოდით, რისი “გამკეთებელი” იყო და რა ცუდი შეიძლებოდა გაეკეთებინა ქვეყნისთვის. მან ეს გააკეთა, –  ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსული სტილით ცდილობენ, რომ მორალურად და ფიზიკურად დაატერორონ ხალხი.

“ივანიშვილი 2012 წელს ხელისუფლებაში რომ მოვიდა, ჩვენ ძალიან კარგად ვიცოდით, რისი “გამკეთებელი” იყო და რა ცუდი შეიძლებოდა გაეკეთებინა ქვეყნისთვის. მან ეს გააკეთა. ამიტომ, ახლა არის ერთად დგომა საჭირო. ქვეყანა არის ერთიანი, მოსახლეობა არის ერთიანი, დღევანდელი დღე უნდა იყოს განსაკუთრებული, უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი მუხტის მიმცემი შემდეგი პროტესტის დღეების და დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი გამოგვივა.

რუსული სტილით ცდილობენ, რომ მორალურად და ფიზიკურად დაატერორონ ხალხი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ქართველი ადამიანის გატეხა ასეთი იოლი არ არის”, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები