
ავტორი
Front News საქართველო
გლეხს ლაივში მიმდინარე პროცესი კი არ აინტერესებს, გლეხს აინტერესებს მისი მოყვანილი ყურძნის ღირსეული ფასი. ისე, რომ მისი შრომა იყოს დაფასებული, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა გიორგი ბოტკოველმა პარლამენტში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს უსმენენ.
“თქვენმა წინამორბედმა ასეთი რამ თქვა, რომ ჩასული ვიყავი, რთველის შტაბი მოვინახულე და ძალიან მაგარი იყო, პირდაპირ რეჟიმში მიდიოდა რთველის პროცესიო. გლეხს ლაივში მიმდინარე პროცესი კი არ აინტერესებს, გლეხს აინტერესებს მისი მოყვანილი ყურძნის ღირსეული ფასი. ისე, რომ მისი შრომა იყოს დაფასებული“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
ოპოზიცია პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს და მინისტრობის კანდიდატებს უსმენს.
თაგები:
გიორგი ბოტკოველი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს