გიორგი ბოტკოველი – გვინახავს ხელისუფლების მიერ ორგანიზებული აქციები, სადაც ძირითადად, საჯარო მოხელეები ძალით მოჰყავთ


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ გვინახავს ხელისუფლების მიერ ორგანიზებული აქციები, სადაც ძირითადად, საჯარო მოხელეები ძალით მოჰყავთ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
მისი თქმით, “ოცნების” მიერ ჩამოყვანილ მოქალაქეები თავიანთი სულისკვეთებითა და ნებით არ იქნებიან აქციაზე ჩამოსულები.
“ჩვენ გვინახავს ხელისუფლების მიერ ორგანიზებული აქციები, სადაც ძირითადად, საჯარო მოხელეები ძალით მოჰყავთ. მე დარწმუნებული ვარ, თუ რას ფიქრობს თითოეული საჯარო მოხელე – რა სულისკვეთებით წამოიყვანენ მათ და დააყენებენ აქციაზე. მთავარი არის ერთი რამ, ამ ქვეყნის მცხოვრებლების აბსოლუტურ უმრავლესობას ძალიან კარგად აქვს გააზრებული, თუ რას ნიშნავს რუსული კანონის მიღება”, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
თაგები:
გიორგი ბოტკოველი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს