
ავტორი
Front News საქართველო
მთავარი არის ერთი რამ, ქართველ ხალხზე არავის გაუმარჯვია და ვერც ვერავინ გაიმარჯვებს. ივანიშვილი იმ ყველაფრისთვის, რაც ქართველი ხალხის წინაშე ჩაიდინა, რა თქმა უნდა, აგებს პასუხს, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილს მოქალაქეების ცემითა და დაკავებით არაფერი გამოუვა.
“მთავარი გეგმა არის ის სულისკვეთება, რომელიც იმ ახალგაზრდებშია, რომლებიც აქ არიან, ის სულისკვეთება, რაც მათ სახლში ხვდებათ საკუთარი მშობლებისგან, როდესაც სახლში ბრუნდებიან. თავს იმხნევებენ, ამხნევებენ მშობლები, ბრუნდებიან აქ და აგრძელებენ იმ პროტესტს, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად, გამარჯვებით დასრულდება.
თუ ივანიშვილს ჰგონია, რომ ვინმეს დაიჭერს და ამ შემთხვევაში ლევანის თემას მინდა, გამოვეხმაურო, არაფერი გამოუვა. მისი ცემით ალბათ, მან იფიქრა, რომ ვინმეს შეაშინებდა.
მთავარი არის ერთი რამ, ქართველ ხალხზე არავის გაუმარჯვია და ვერც ვერავინ გაიმარჯვებს.
ივანიშვილი იმ ყველაფრისთვის, რაც ქართველი ხალხის წინაშე ჩაიდინა, რა თქმა უნდა, აგებს პასუხს”, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
თაგები:
გიორგი ბოტკოველი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს