გიორგი ბოტკოველი - ივანიშვილის რეჟიმი ანწუხელიძის მემორიალის აშენებასაც ებრძოდა, დღეს კი რუსულ პარტკომად ქცეული ხელისუფლება მის გმირობას პიარს უწოდებს


ავტორი
Front News საქართველო
“ივანიშვილის რეჟიმი ანწუხელიძის მემორიალის აშენებასაც ებრძოდა, დღეს კი რუსულ პარტკომად ქცეული ხელისუფლება მის გმირობას პიარს უწოდებს. არ ჩაივლის გიორგი ანწუხელიძის გმირობა ისე. ჩვენ გავიმარჯვებთ როგორც რუსულ რეჟიმზე ჩვენს ქვეყანაში, ისე იმ რეჟიმზე, რომელიც მუდმივად ცდილობს ჩვენი ქვეყნის დაპყრობას”, - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა.
კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალვანში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი და რეგიონალური მდივანი გიორგი ბოტკოველი ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის მემორიალთან მივიდნენ და მის ხსოვნის პატივი მიაგეს.
“რუსული რეჟიმის პარტკომმა ფაქტობრივად ხმის გამჟღერებელმა თეა წულუკიანმა გვამცნო, რომ ანწუხელიძე განა საქართველოს ერთიანობას შეეწირა, არამედ თურმე ის შეეწირა პიარს. ამაზე მეტი მოღალატეობრივი, ამაზე მეტი სამარცხვინო რა უნდა გააჟღერო ე.წ. ხელისუფალმა და იმ რეჟიმმა, რომელმაც ფაქტობრივად ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი ბოლომდე ჩამოანგრია და ამის პასუხი აუცილებლად იქნება ქართველი ხალხისგან. ძალიან კარგად მახსოვს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან როდესაც მივიღეთ დავალება, რომ ჩვენ აგვეშენებინა გიორგი ანწუხელიძის მემორიალი აქ, სოფელ ალვანში, ჩვენ ვჩქარობდით და ვჩქარობდით იცით რატომ? ზუსტად ვიცოდით თუ ვინ შეიპყრო ქვეყნის სადავეები - რუსმა ივანიშვილმა და ჩვენ ვჩქარობდით იმისთვის, რომ დაგვესრულებინა მემორიალი და ამაში ჩართული იყო სოფელი ალვანი და ახლა გვერდით მიდგას სოსო ბაბუნაიძე, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი იყო ამ ყველაფრისა და 2013 წლის 26 ოქტომბერს ჩვენ მოვასწარით, სანამ ივანიშვილი სრულად ჩაიგდებდა სადავეებს, ჩვენ გავხსენით გიორგი ანწუხელიძის მემორიალი, რომელიც არის მაგალითი დღეს არამარტო თუშეთისა, კახეთისა, არამედ მთლიანად საქართველოსი და დღეს აქ მოდიან ახალგაზრდები და პატივს მიაგებენ გიორგი ანწუხელიძეს, პატივს მიაგებენ მის გმირობას. 2013 წლის 26 ოქტომბერს სწორედ აქედან მიხეილ სააკაშვილმა გმირობის წოდება მიანიჭა ექვთიმე თაყაიშვილს, ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, გენერალ მაზნიაშვილს და ყველა იმ გმირს, რომლითაც უნდა იამაყოს ქართველმა ხალხმა. დიდება გმირებს, დიდება თავისუფლებას და არ ჩაივლის გიორგი ანწუხელიძის გმირობა ისე. ჩვენ გავიმარჯვებთ როგორც რუსულ რეჟიმზე ჩვენს ქვეყანაში, ისე იმ რეჟიმზე, რომელიც მუდმივად ცდილობს ჩვენი ქვეყნის დაპყრობას”, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
თაგები:
გიორგი ბოტკოველი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს