გიორგი ბოტკოველი – ივანიშვილის სიზმარი გაახმოვანა დღეს ღარიბაშვილმა

ავტორი
Front News საქართველო
ივანიშვილის სიზმარი გაახმოვანა დღეს ღარიბაშვილმა, სააკაშვილი ციხეში, რა თქმა უნდა, მისთვის პრობლემაა”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბოტკოველმა ქვეყნის პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერის ეს განცხადება ღარიბაშვილის ეს განცხადებაა გაგრძელებაა იმ პათოსის, რომელსაც ივანიშვილის მარიონეტები ერთმანეთის მიყოლებით აკეთებენ, ამასთან, ეს განცხადება საკუთარი მომხრეების დამშვიდებას ემსახურება.
“ისტერიაში არიან, ცხადია, ალბათ, ივანიშვილის სიზმარი გაახმოვანა დღეს ღარიბაშვილმა. სააკაშვილი ციხეში და სააკაშვილი საქართველოში, რა თქმა უნდა, მისთვის პრობლემაა, მან იცის, რომ მუდმივი არაფერია და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე დასრულდება ის ოლიგარქიული მმართველობა, რომლითაც დღევანდელი ჩვენი ქვეყანა ასეთ ვითარებაში ჩააგდო.
რაც შეეხება ღარიბაშვილის განცხადებას, ესენი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რაღაც დამაწყნარებელი მესიჯები გაუშვან საკუთარი აქტივისთვის, თვითონ შიგნითაც არეეულობა აქვთ და შიგნითაც არ აქვთ ის სიტიუაცია, რომ დარწმუნებით შეუძლიათ უთხრან ამ ადამიანებს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა და შეინარჩუნებენ იმ ძალაუფლებას, რომელიც ძალიათ აქვთ მითვისებული”, – განაცხადა ბოტკოველმა.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


