
ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბოტკოველის შეფასებით, დიმიტრი მედვედევის განცხადების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებისგან საწინააღმდეგო პოზიციის დაფიქსირებას არავინ ელის.
მისივე თქმით, მხოლოდ ერთი რამის მოლოდინია – მაამებლური განცხადებების, რომელიც გაამყარებს იმ პოზიციას, რაც დააფიქსირა მედვედევმა.
“რა შეიძლება გააკეთოს ამასთან საწინააღმდეგო ხელისუფლებამ, ამას ნამდვილად არავინ არ ელის.
ნებისმიერი განცხადება, რომელიც კეთდება ხოლმე თუნდაც პუტინის მხრიდან, მედვედევის ან სხვა ამ კრიმინალი ადამიანების მხრიდან, რომლებიც არიან აგრესორები და აზიანებენ ცივილიზებულ სამყაროს, ამ შემთხვევაში ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ ერთი რამის მოლოდინი შეიძლება, გვქონდეს – მაამებლური განცხადებების, რომელიც გაამყარებს იმ პოზიციას, რაც დააფიქსირა მედვედევმა და არა რამენაირად საქართველოს რეალურ პოზიციას დააფიქსირებს, რომელიც უნდა მიისწრაფოდეს დამოუკიდებლობისკენ და ევროპული მომავლისკენ”, – განაცხადა ბოტკოველმა.
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ “აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთთან შეერთების იდეა კვლავ პოპულარულია და ის შეიძლება განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზები იარსებებს”.
თაგები:
გიორგი ბოტკოველი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს