
ავტორი
Front News საქართველო
კობახიძის ეს განცხადება ეწინააღმდეგება ამ ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა- ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
მისი განმარტებით, მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადება რუსეთის საამებლად გაკეთდა და მიაღწია კიდევ ამ მიზანს.
“ეს განცხადება სხვა არაფერია, თუ არა ქვეყნის ღალატი და მაამებლური განცხადება რუსეთისათვის. სწორედ ამიტომ აიტაცეს კიდეც რუსულმა საიტებმა და აქებენ კობახიძეს.
მთავარია, რომ ქართველმა ხალხმა 1991 წელს უკვე გააკეთა არჩევანი რეფერენდუმის გზით. მოიპოვეს დამოუკიდებლობა და თქვეს, რომ ეს ქვეყანა უნდა იყოს დამოუკიდებელი. კობახიძის ეს განცხადება ეწინააღმდეგება ამ ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას“, – განაცხადა ბოტკოველმა.
“ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ ქართველ ხალხს უნდა ჰკითხონ, უნდა თუ არა მას მეორე ფრონტის გახსნა, რუსული პროპაგანდისტული მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა.
თაგები:
გიორგი ბოტკოველი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს