
ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბოტკოველი ახალქალაქში პარტიის წევრის არტურ მკოიანის სახლის ჩხრეკასა და მის დაკავებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა, “რისი მთავარი შემოქმედიც ახალქალაქის პოლიციის უფროსი შალვა ლომსაძეა და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ლომსაძის მხრიდან მსგავსი ფაქტები მიმდინარეობს”.
“არტურ მკოიანზე ხორციელდებოდა სხვადასხვაგვარი ზეწოლა, ტერორი, შანტაჟი, რათა მას დაეტოვებინა “ნაციონალური მოძრაობა”. ეს არის კიდევ ერთი ერთგვარი გამოხატულება “ქართული ოცნების” ხელისუფლების მხრიდან, რომ მთავარი სტრუქტურა, რომელიც უნდა ზრუნავდეს ამ ქვეყანაში ადამიანების დაცვაზე, დაკავებულია ადამიანების და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ტერორით”, – განახცადა ბოტკოველმა.
ბოტკოველი შსს-სა და ხელისუფლებას მიმართავს, რომ პარტია დაიცავს თითოეული იმ ადამიანის ინტერესებს, ვისაც ისინი პოლიტიკურად დევნიან.
თაგები:
გიორგი ბოტკოველი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს