გიორგი ბოტკოველი – მთავარია, დროულად მოხდეს ამ დაზარალებული ხალხისთვის ზარალის ანაზღაურება

ავტორი
Front News საქართველო
მთავარია, დღეს ყველა ვკონცენტრირდეთ ერთ რამეზე – დროულად მოხდეს ამ დაზარალებული ხალხისთვის ზარალის ანაზღაურება, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბოტკოველმა გურჯაანში განაცხადა.
ბოტკოველს გურჯაანის ცენტრში მერიის სამსახურის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ.
“მთავარი არის, რომ ყველამ თავის საქმე აკეთოს, ჩვენ გვაქვს სტიქიასთან ბრძოლის გამოცდილება, მე პირად პასუხისმგებლობას ვგრძნობ როგორც გურჯაანის მიმართ, საგარეჯოს მიმართ, თელავის მიმართ, ყველა მუნიციპალიტეტის მიმართ. რა თქმა უნდა, წუხელაც ვიყავი აქ და დღესაც ვიქნები აქ, არავინ არ ამბობს, რომ წუხელ არ მუშაობდნენ, მე ვხედავდი ჩემი თვალით, რომ მაშველები ჩართულები იყვნენ, აქტიურად მუშაობდნენ, მაგრამ მეტი ჩართულობაა საჭირო, მეტი მხარდაჭერაა საჭირო ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან, ამაზეა საუბარი, თორემ არავის არავის მოვარდნის არ ეშინია და ხალხს ეს არ აინტერესებს, ხალხს აინტერესებს, რომ დროულად მოხდეს პრობლემების მოგვარება, გარდა იმისა, რომ დაზიანდა ინფრასტრუქტურა, ამასთან ერთად დროულად უნდა დაიწყოს იმ ზარალის ზარალის დათვლა და ანაზღაურება, რომელიც ხალხს მიადგა, ეს არის წლის მოსავალი, რის იმედზეც იყვნენ. მთავარია, დღეს ყველა ვკონცენტრირდეთ ერთ რამეზე – დროულად მოხდეს ამ დაზარალებული ხალხისთვის ზარალის ანაზღაურება”, – აცხადებს ბოტკოველი.
გურჯაანში სტიქიის შედეგად დატბორილი ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები ამ დროისთვისაც გრძელდება. ადიდებულმა მდინარემ ქალაქის სრული პარალიზება გამოიწვია. დაიტბორა ცენტრალური ქუჩები, სავაჭრო ობიექტები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები.
ასობით აბონენტს გურჯაანში ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი.
ადგილობრივების თქმით, ხევი, რომელმაც ქალაქი დატბორა, წლების განმავლობაში არ გაწმენდილა.
თაგები:
გიორგი ბოტკოველი




