
ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი გიორგი ბოტკოველი დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა.
“ამ ქვეყანაში ვიცი ერთი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც როგორც ქვეყნის განვითარებას უშლის ხელს, ისე ამ ქვეყანას მიაქანებს რუსეთისკენ.
კეზერაშვილზე შემიძლია ერთი რამე ვთქვა, თქვენ და თქვენი ტელევიზია, და ის მაგარი გუნდი, რომელიც მართლა რეალურად იბრძვის ამ ქვეყანაში, სწორედ იმ ოლიგარქიის წინააღმდეგ, რომელიც დააფუძნა ბიძინა ივანიშვილმა, ეს ადამიანი არის ამ ტელევიზიის დამფუძნებელი.
სწორედ ამიტომ მე ნებისმიერ ადამიანთან ვითანამშრომლებ, ნებისმიერ ადამიანთან ვიმეგობრებ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაში იქნება ჩართული”, – განაცხადა ბოტკოველმა “ფორმულასთან”.
თაგები:
გიორგი ბოტკოველი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს