
ავტორი
Front News საქართველო
ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ოლიგარქიული რეჟიმის პირობებში ეს ცვლილება ხელისუფლების შენარჩუნებას ემსახურება, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა გიორგი ბოტკოველმა სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
ბოტკოველის თქმით, სამთავრობო ცვლილებები არა ხალხის უკეთეს მომავალს, არამედ ივანიშვილის სამომავლო გეგმებს უკავშირდება.
“ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ოლიგარქიული რეჟიმის პირობებში ეს ცვლილება, რა თქმა უნდა, არ ემსახურება ხალხის უკეთეს მომავალს. ეს ერთადერთ რამეს ემსახურება, რაღაც სვლა გააკეთოს იმისთვის, რომ რამენაირად არჩევნებთან დაკავშირებით, ვითარება შეცვალოს და საარჩევნოდ შეინარჩუნოს ხელისუფლება“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა 29 იანვარს დატოვა, გავრცელებული ინფორმაციით, მას “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შეცვლის.
თაგები:
გიორგი ბოტკოველი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს