Logo

გიორგი ბოტკოველი - ყველა ინფორმაცია გამოდის გარეთ იმის შესახებ, რომ "ქართულ ოცნებაში" ერთმანეთის ჭამა აქვთ დაწყებული

პოლიტიკა
325
Frontnews image description

ლევან ხაბეიშვილი განცხადებებს კი არ აკეთებს, უბრალოდ აანონსებს და ხედავთ, რომ ყველა ინფორმაცია გამოდის გარეთ იმის შესახებ, რომ "ქართულ ოცნებაში" ერთმანეთის ჭამა აქვთ დაწყებული, -  ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი დაკარგული ფულის ძებნითაა დაკავებული.

"ლევან ხაბეიშვილი განცხადებებს კი არ აკეთებს, უბრალოდ აანონსებს და ხედავთ, რომ ყველა ინფორმაცია გამოდის გარეთ იმის შესახებ, რომ "ქართულ ოცნებაში" ერთმანეთის ჭამა აქვთ დაწყებული. ფაქტობრივად, ახლა ბიძინა ივანიშვილი დაკავებულია იმით, რომ ფული, რაც მოიპარეს და მიჰქონდათ, ახლა წაართვას და ამოიღოს. მათი ინტერესი არა ხალხზე ზრუნვაა, არამედ არის ის, თუ როგორ მოიპარონ მილიონები. ამის თავი და თავი არის ივანიშვილი, რომელიც ყველაზე მეტს იპარავს, მაგრამ ახლა მის "კასას" დააკლდა რაღაც და ახლა იმ კასის გადავსება უნდა", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

Advertisement