
ავტორი
Front News საქართველო
რაც მეტი კანდიდატი იქნება, მით უფრო ფართო არჩევანის გაკეთების საშუალება გვექნება, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პარტიაში დაგეგმილი არჩევნების საორგანიზაციო საკითხები სწრაფად მოგვარდეს.
“შეხვედრებში მივიღებთ მონაწილეობას და ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რაც უფრო მალე გავივლით ყველა ეტაპს, დაწყებული პოლიტსაბჭოში პირველი შეკრებიდან, შემდეგ უკვე წესზე შეკრება, როგორი წესით ჩატარდება არჩევნები, ვინ მიიღებს მონაწილეობას როგორც კანდიდატები და ვინ – როგორც ამომრჩეველი.
ყველა ადამიანს, ვისაც რაიმე შეხება ჰქონია ამ პარტიასთან, ვინც ფიქრობს, რომ ამ პარტიისთვის რაღაც გაუკეთებია, რაღაც შეუქმნია, თვლის, რომ უნდა იყოს ამ პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ყველას აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა. რაც მეტი კანდიდატი იქნება, მით უფრო ფართო არჩევანის გაკეთების საშუალება გვექნება”, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
თაგები:
გიორგი ბოტკოველი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს