
ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი გიორგი ბოტკოველი შიდაპარტიული არჩევნების ჩატარების ინიციატივას მხარს უჭერს.
ბოტკოველის შეფასებით, არჩევნები პარტიას უფრო მეტ ლეგიტიმაციას და ბრძოლისუნარიანობას მისცემს.
“აბსოლუტურად ვეთანხმები და მხარს ვუჭერ ინიციატივას იმასთან დაკავშირებით, რომ პარტიაში რაც შეიძლება მალე უნდა ჩატარდეს შიდაპარტიული არჩევნები ყველა მმართველ პოზიციაზე, რაც პარტიას მისცემს უფრო მეტ ლეგიტიმაციას და ბრძოლისუნარიანობას.
სწორედ ეს სჭირდება დღეს როგორც მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას ისე “ქართული ოცნების” მმართველობის დასრულებას!”, – აცხადებს ბოტკოველი.
“ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ნადირაძემ პარტიის რეგიონულ ლიდერებთან ერთად ბრიფინგი გამართა და ყველა დონეზე შიდაპარტიული არჩევნების ჩატარების შესახებ ისაუბრა.
თაგები:
გიორგი ბოტკოველი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს