
ავტორი
Front News საქართველო
თავიდან ბოლომდე პასუხისმგებელი არის ივანიშვილი. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორი ხელისუფლება არ უნდა ჰყავდეს ქვეყანას, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილის ცემა არის ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი განცხადების შედეგი.
“ვინ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ვინ გაუსწორდა სამაგალითოდ, ნათელია. ეს არის გუშინდელი დაწყებული, ეს არის ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ, სადაც ამბობდა, რომ ანგარიშსწორებას დაიწყებდა თითოეული ოპოზიციონერის მიმართ და დაიწყეს ლევანის მიმართ. თავიდან ბოლომდე პასუხისმგებელი არის ივანიშვილი. ის აუცილებლად აგებს პასუხს ქართველი ერის წინაშე.
ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორი ხელისუფლება არ უნდა ჰყავდეს ქვეყანას”, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სცემეს. ის ამ დროისთვის ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც პარტიის წევრებიც იმყოფებიან. მათი თქმით, ხაბეიშვილს მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული, მათ შორის ჩამტვრეული აქვს სახის ძვლები.
თაგები:
გიორგი ბოტკოველი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს