
ავტორი
Front News საქართველო
ეს იქნება მესამე სარჩელი პრეზიდენტისა და არასამთავრობო სექტორის. ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველა რესურსი და ყველა ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ. 26 ოქტომბერს კი მთავარი სასამართლოა, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
“პროცედურები მიდის ახლა და ხელმოწერები გროვდება. ეს ყველაფერი ნოტარიალურად უნდა დამტკიცდეს.
ეს იქნება მესამე სარჩელი პრეზიდენტისა და არასამთავრობო სექტორის. ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველა რესურსი და ყველა ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ.
26 ოქტომბერს არის მთავარი სასამართლო, თუმცა ის პროცედურები, რომელშიც რეალურად, ყველა ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ და ამ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოში ის სარჩელი, რომელიც შევა, ვფიქრობთ, რომ არის უმნიშვნელოვანესი შემდგომი ეტაპისთვის განსაკუთრებით”, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
საკონსტიტუციო სასამართლოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის წინააღმდეგ სარჩელის შესატანად ემზადებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. დოკუმენტზე ხელმოწერები გროვდება, რის შემდეგაც სასამართლოს მიმართავენ.
თაგები:
გიორგი ბოტკოველი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს