Logo

გიორგი ბოტკოველი - ზურაბ ჯაფარიძის დაპატიმრება კიდევ ერთი ნაბიჯი იყო დიქტატურისკენ იმისთვის, რომ რეჟიმმა რაღაცნაირად დააშინოს პოლიტიკური ძალები

პოლიტიკა
376
Frontnews image description

“ზურა გირჩის დაპატიმრება კიდევ ერთი ნაბიჯი იყო დიქტატურისკენ იმისთვის, რომ რეჟიმმა რაღაცნაირად დააშინოს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური აქტივობა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი ქმედებები მეტ მოტივაციას მისცემს ყველას, ვინც მზად არის იბრძოლოს ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ”, - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პატიმრობასთან დაკავშირებით.

"ეს არის ის, რომ ქვეყანაში დიქტატურა გრძელდება, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დიქტატურა არ დამკვიდრდეს ჩვენს სახელმწიფოში. ზურა გირჩის დაპატიმრება კიდევ ერთხელ გადადგმული ნაბიჯი იყო იმისთვის, რომ მან რაღაცნაირად დააშინოს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური აქტივობა, კონკრეტული პოლიტიკური ძალები, კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ყოველი ასეთი ე.წ მკაცრი ნაბიჯი, ოკუპანტი ქვეყნის მაამებელი კონკრეტული გადაწყვეტილებები უფრო მეტ მოტივაციას მისცემს როგორც ქართველ ხალხს, ისე ყველა პოლიტიკოსს, ვინც მზად არის იბრძოლოს ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ”, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს 7 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები