Logo

გიორგი ბურჯანაძე – ამ ქვეყანაში სასამართლოს იმედი არ უნდა გვქონდეს

პოლიტიკა
1484
Frontnews image description

ამ ქვეყანაში სასამართლოს იმედი არ უნდა გვქონდეს. ვნახეთ, რომ არცერთი უწყება არ მუშაობს, მაგრამ როცა აქციისთვისაა საჭირო, ყველაფერი უცებ ჩნდება, – ამის შესახებ “ღია საზოგადოება საქართველოს” წევრმა გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ერთადერთი, რაც ამ ყველაფერს აჩერებს, არის საჯაროობა და ხალხი.

“მათი მიზანი არის, ადამიანები დაგვაშინონ იმ საქმის კეთებისთვის, რასაც თვითონ წლები აკეთებდნენ, რაც სრულიად ლეგალურია, სრულიად თავსებადია დემოკრატიულ სახელმწიფოსთან. ამ ყველაფრის უკანონოდ გამოცხადება და აგენტის დარქმევა უნდათ და შესაბამისად, ჩვენი საქმიანობის ხელშეშლა, რომ ადამიანებს აღარ ჰქონდეთ საშუალება, რომ სხვებს დაეხმარონ სოლიდარულად, იურიდიულად – ეს არის რეალური მიზანი.

ამ ქვეყანაში სასამართლოს იმედი არ უნდა გვქონდეს. ვნახეთ, რომ არცერთი უწყება არ მუშაობს, მაგრამ როცა აქციისთვისაა საჭირო, ყველაფერი უცებ ჩნდება, ამიტომ, ერთადერთი, რაც ამ ყველაფერს აჩერებს, არის საჯაროობა და ხალხი”, – განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები