
ავტორი
Front News საქართველო
ეს არის ოფიციალური სვლის შეჩერება ევროკავშირისკენ და ყველამ ვიცით ამ შავ-თეთრ სამყაროში ევროკავშირისკენ სვლის შეჩერება ნიშნავს რუსეთის წინსვლას, – ამის შესახებ “ჩემი ხმა ევროკავშირს” წევრმა გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს კონსტიტუცია დღეს ხელისუფლებამ უარყო.
“დღეს ოფიციალურად განაცხადა მთავრობამ, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი საქართველოსთვის ჩერდება. ის კონსტიტუციური ვალდებულება, ის კონსტიტუციური ჩანაწერი, ქართველი ხალხის გადაწყვეტილება, რომელიც ისტორიულია, სამწუხაროდ, უარყოფილია და ამ გადაწყვეტილებით ყველაზე ცუდი, რაც მოხდა, ეს არის ოფიციალური სვლის შეჩერება ევროკავშირისკენ და ყველამ ვიცით ამ შავ-თეთრ სამყაროში ევროკავშირისკენ სვლის შეჩერება ნიშნავს რუსეთის წინსვლას”, – განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.
თაგები:
გიორგი ბურჯანაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს