
ავტორი
Front News საქართველო
დღეს ჩემ ცხოვრებაში პირველად, მოსული ვარ და ვამბობ, ისეთ კანონპროექტს იხილავთ, რომელიც ამ ქვეყნის სუვერენიტეტსა და არსებობას უქმნის საფრთხეს და იმიტომ ვარ ამის გამო ასე განერვიულებული. ამაზე დიდი საფრთხის შემცველი არ მგონია, რამე არსებობდეს საქართველოში, – ამის შესახებ სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.
“სანამ სიტყვას დავიწყებდი, მე წავიკითხე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი და ბოლოს ეს აქტი როგორ მთავრდება იცით?
“ვთხოვთ, თანამედროვე დამოუკიდებელ სახელმწიფოებს, აღიარონ ჩვენი დამოუკიდებლობა” – ისინი არიან ჩვენი სუვერენიტეტის გარანტი და ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ რუსეთისგან და ის ადამიანები, ვისაც თავის დროზე ვთხოვდით, რომ ეღიარებინათ ჩვენი დამოუკიდებლობა, რომლებიც არიან იმის გარანტი, რომ ახლა აქ არ მოდიან და არ გვესვრიან რაღაც-რაღაცებს და ამის შიში აქვთ, ეს ადამიანები გვეუბნებიან რომ ეს არის შეუთავსებელი თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოსთან, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში შედეგი რაც გვექნება, გვექნება ის, რაც მოხდა რუსეთში”,- განაცხადა ბურჯანაძემ.
თაგები:
გიორგი ბურჯანაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს