
ავტორი
Front News საქართველო
ავტორიტარი სახელმწიფოები, ბუნებრივია, ვერ ხდებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ევროკავშირის გაწევრიანების პროცესში გადასადგმელი ნაბიჯები მიზნად ისახავს იმას, რომ ავტორიტარიზმის შესაძლებლობა საქართველოში გამოირიცხოს, – ამის შესახებ კოალიცია “ჩემი ხმა ევროკავშირს” წარმომადგენელმა გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ბორელის ეს განცხადება ასახავს იმას, რაც დღეს საქართველოში ხდება.
“ავტორიტარი სახელმწიფოები, ბუნებრივია, ვერ ხდებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ევროკავშირის გაწევრიანების პროცესში გადასადგმელი ნაბიჯები მიზნად ისახავს იმას, რომ ავტორიტარიზმის შესაძლებლობა საქართველოში გამოირიცხოს ახლა და სამომავლოდ, რეფორმები სასამართლოში, რეფორმები დეოლიგარქიზაციის და სხვადასხვა მიმართულებით ანტიკორუფციული, სწორედ იმას ისახავს მიზნად, რომ ავტორიტარიზმის რისკები ქვეყანაში გამოირიცხოს და ბორელის ეს განცხადებაც სწორედ იმას ასახავს, რაც საქართველოში დღესდღეობით არის. ეს არის კონსოლიდირებული ძალაუფლება, დამოუკიდებელი ინსტიტუტების შეჩერებული ფუნქციონირება და სწორედ ეს არის ავტორიტარიზმის დამახასიათებელი ნიშნები”, – განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა 14 ოქტომბერს განაცხადა, რომ “საქართველოს მმართველი პარტიის ქმედებები, განცხადებები და საარჩევნო დაპირებები საქართველოს ევროპული გზიდან აშორებს და ავტორიტარიზმისკენ გადასვლაზე მიუთითებს”.
თაგები:
გიორგი ბურჯანაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს