გიორგი ბურჯანაძე – კანონი ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ უკანონო მიყურადება მარტივად განხორციელდეს


ავტორი
Front News საქართველო
კანონი, რომელიც უკანონო მიყურადების შესაძლებლობას იძლევა, გასაჩივრებიულია საკონსტიტუციო სასამართლოში და 3 წელია, გადაწყვეტილება მიღებული არაა, – ამის შესახებ სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, უკანონო მოსმენებზე პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება, ვინც ეს კანონმდებლობა შექმნა.
“4 წლის წინ პარლამენტში განხილული იქნა კანონი, რომელიც ფარულ მიყურადებას შეეხებოდა. ჩვენ აქტიურად ვაწოდებდით იმ რისკების შესახებ პარლამენტარებს ინფორმაციას, რომ ეს კანონი ვერ უზრუნველყოფდა უკანონო ფარული მიყურადებისგან თავის დაცვის შესაძლებლობას. ჩვენ ეს კანონი, რა თქმა უნდა, გავასაჩივრეთ საკონსტიტუციო სასამართლოში და 3 წელზე მეტია, გადაწყვეტილებას ველოდებით.
კანონი ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ უკანონო მიყურადება მარტივად განხორციელდეს. იმას, ვინც ეს საკანონმდებლო სფერო შექმნა, ბუნებრივია, შესაბამისი პასუხისმგებლობა ეკისრება. ქვეყანაში ოპერატიულ ტექნიკურ სააგენტოს აქვს მიყურადების შესაძლებლობა და შესაძლო პასუხისმგებელი პირები ამ უწყების ფარგლებში შეიძლება იქნენ იდენტიფიცირებული“, – განაცხადა ბურჯანაძემ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს