
ავტორი
Front News საქართველო
"ქართულ ოცნებას" დიდი არჩევანი არც აქვს. იყო "ქართული ოცნების" ელჩი ან მინისტრი, სირცხვილია, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მაღალ თანამდებობებზე ნიშნავენ პირებს, ვინც ინგლისური ენა იციან.
"ქართულ ოცნებას" დიდი არჩევანი არც აქვს. იყო "ქართული ოცნების" ელჩი, ან მინისტრი, სირცხვილია უკვე და ეს პარალელურად ნიშნავს, რომ უარი თქვა ქვეყნის ღირებულებებზე და ქვეყნის ინტერესებზე. ამიტომ, ვისაც ეს ღირებულებები დაცლილი აქვს, ვინც იცის ინგლისური ენა, პირდაპირ იმათ ნიშნავენ ელჩებადაც და სხვა მაღალი სტატუსის მქონე პირებად. სირცხვილია.
ამიტომ, იმისათვის, რომ დავიბრუნოთ ქვეყანა, საჭირო არის ერთობა. სწორედ ამიტომ, დაგეგმილია ვიზიტები ბრიუსელსა და ვაშინგტონში. ჩვენ, პროდასავლურმა ძალებმა უნდა შევძლოთ ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანა", - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ილია დარჩიაშვილი დაინიშნა.
თაგები:
გიორგი ბუტიკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს