გიორგი ბუტიკაშვილი - ეს ევროკავშირს იმ ეტაპამდე მიიყვანს, რომ შეუჩეროს უვიზო მიმოსვლა მთლიანად საქართველოს

ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნება" არ აპირებს უარყოფითი ნაბიჯების შეჩერებას. ეს ევროკავშირს იმ ეტაპამდე მიიყვანს, რომ შეუჩეროს უვიზო მიმოსვლა მთლიანად საქართველოს და ქართველ ხალხს, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს წინააღმდეგ ნაბიჯებზე პასუხისმგებლობა დაეკისრება, როგორც "ქართულ ოცნებას", ისე მასთან დაახლოებულ პირებს და ბიზნესმენებს.
"ამ წერილის პროცედურული ნაწილიდან გამომდინარე, ცხადია, აუცილებლად მოჰყვება ამ წერილს შემდეგი ნაბიჯები და ეს იქნება უკვე მათთვის სანქციების დაწესება, უვიზო მიმოსვლის შეჩერება მათთვის, ვინც პასუხისმგებელი არიან ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებზე. ცხადია, ამაში იგულისხმება "ქართული ოცნება" და მათთან დაკავშირებული ბიზნესები, ჩემი ინფორმაციით, შესაბამისად, ჩვენ უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ ევროკავშირისგან ნაბიჯების უფრო მეტად გააქტიურებას.
ის კანონები, რომელსაც "ქართული ოცნება" იღებს, არაფრით არ ჰგავს, რომ "ქართულ ოცნებას" სურს გამოასწოროს ის შეცდომები, რაც წინა წლებში დაუშვა, რაც ცხადია, არა მარტო "ქართულ ოცნებას", არამედ მთლიანად საქართველოსაც იმ ეტაპამდე, რომ ევროკავშირს მოუწევს, შეუჩეროს უვიზო მიმოსვლა მთლიანად საქართველოს და ქართველ ხალხს. ეს კი იქნება საბოლოო შედეგი, თუ "ქართული ოცნება" გააგრძელებს იმავე შეცდომების დაშვებას, რასაც უშვებს. ტენდენციას, რასაც ვუყურებთ, "ქართული ოცნება" აპირებს უარყოფითი ნაბიჯების შეჩერებას", - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.
თაგები:
გიორგი ბუტიკაშვილი




