გიორგი ბუტიკაშვილი - იმ პროცესებზე, რაც საქართველოში ხდება, საპასუხო რეაქცია ექნებათ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან, როგორ წარიმართა ბელარუსში პროცესები და რა იყო ის შეცდომები, რაც ბელარუსის მიმართ დაუშვეს - ეს იყო დაგვიანებული სანქციები, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე საპასუხო რეაქციები აუცილებლად იქნება პარტნიორებისგან.
"ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან, როგორ წარიმართა ბელარუსში პროცესები და რა იყო ის შეცდომები, რაც ბელარუსის მიმართ დაუშვეს - ეს იყო დაგვიანებული სანქციები. სწორედ ამას ეფუძნება ამერიკისა და ევროპის განცხადებები, რეზოლუციები, "მეგობარი აქტის" დაჩქარებული კუთხით დაწყებული დისკუსია, რომ იგივე სცენარი არ განმეორდეს, რაც ბელარუსში მოხდა, ამიტომ იმ პროცესების პარალელურად, რაც საქართველოში ხდება, რომელიც ყოველდღიური დაჭერების ქრონიკად არის გამოცხადებული, საპასუხო რეაქცია ექნებათ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს", - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.
ამერიკელი სენატორების განცხადებით, "ქართული ოცნება" ლუკაშენკოს რეჟიმს ჰგავს.
თაგები:
გიორგი ბუტიკაშვილი




