
ავტორი
Front News საქართველო
"ქართულ ოცნებას" არასდროს არ უნდა, ან ვერ უნდა რუსეთიდან გამომდინარე ამერიკასთან წარმატებას მიაღწიოს, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამერიკაში ჩადიან "ოცნების " წარმომადგენლები და შედეგ ირანის ფერებში ანთებენ ანძებს, რაც აშშ-სთვის წითელი სიგნალია.
"ვნახეთ, რომ ამერიკაში ჩასული იყო, მაგალითად, დარსალია, მათ ჰქონდათ კომუნიკაცია ამერიკელ კონგრესმენებთან, მაგრამ მეორე დღეს აანთეს ირანის ფერებში ანძა, რაც წითელი სიგნალი იყო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.
"ქართულ ოცნებას" არასდროს არ უნდა, ან ვერ უნდა რუსეთიდან გამომდინარე ამერიკასთან წარმატებას მიაღწიოს. ყველაფერს იყენებენ მხოლოდ პიარისა და პროპაგანდისთვის", - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.
საპარლამენტო დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით იმყოფებოდა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ლაშხი და ლიკა შარტავა.
თაგები:
გიორგი ბუტიკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს