გიორგი ბუტიკაშვილი - კრძალავენ იმ პარტიებს, რომლებისაც ეშინიათ

ავტორი
Front News საქართველო
კრძალავენ იმ პარტიებს, რომლებისაც ეშინიათ, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, არ დაისმის კითხვა - რა უნდა ქნან პარტიებმა, კითხვა დაისმის, წინააღმდეგობა როგორ გაძლიერდეს.
"კრძალავენ იმ პარტიებს, რომლებისაც ეშინიათ, რომლებზეც თვლიან, რომ ნებისმიერი მომავალი არჩევნები, რომელიც შეიძლება ჩაინიშნოს, მათთვის პრობლემა იყოს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ ზოგად, დიდ წინააღმდეგობაში, ეს არ არის პარტიული ბრძოლა, ეს არის ქვეყნისთვის, ჩვენი ევროპული მომავლისთვის ბრძოლა, რომელსაც ბოიკოტი გამოუცხადა "ქართულმა ოცნებამ" და არ სურს, ამ სტრუქტურების წევრი იყოს, შესაბამისად, არ დაისმის კითხვა - რა უნდა ქნან პარტიებმა, კითხვა დაისმის - ჩვენ წინააღმდეგობა როგორ გავაძლიეროთ, რომ მივიდეთ ახალ არჩევნებამდე", - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა წარადგინა კონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც მოთხოვნილია "ნაციონალური მოძრაობის“, "კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო – ლელოს“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა.
თაგები:
გიორგი ბუტიკაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


